

მომავლის ფერმა
პირველი ვერტიკალური სათბური საქართველოში
საქართველოში პირველად, ჩვენ შევქმენით მომავლის ფერმა - ვერტიკალური სათბური, სადაც ბოსტნეულისთვის საუკეთესო მიკრო-კლიმატია შექმნილი, და რაც მთავარია მოსავლის მიღება მთელი წლის მანძილზე შეგვიძლია!
მიკროგრინი მოგვყავს საუკეთესო, ორგანული თესლისგან! დასათესად ვიყენებთ როგორც ორგანულ კომპოსტს, ასევე თანამედროვე, ჰიდროფონიკულ მეთოდს.
რა არის მიკროგრინი
მიკროგრინი - ვიტამინებით სავსე
მზად ხართ სიახლეებისთვის თქვენს სამზარეულოში? მაშინ გაიცანით ინოვაციური ქართული ბრენდი მიკროგრინი - ვიტამინებით სავსე მიკრო-მწვანილი!
მიკრო-მწვანილი ჩვეულებრივი ბოსტნეულის მცირე ვერსიაა, რომელიც დათესვიდან 1-3 კვირაში იკრიფება, მანამ, სანამ ჯერ კიდევ მწვანილის მსგავსი ფორმა აქვს. სწორედ ამ ახალგაზრდა ასაკის გამო გამოირჩევა მიკრო-მწვანილი უნიკალური საგემოვნო და სასარგებლო თვისებებით! მაგალითად, წითელი კომბოსტოს მიკრო-მწვანილში 40-ჯერ უფრო მეტი სასიცოცხლო ნუტრიენტია ვიდრე მის ზრდასრულ ვერსიაში.

