ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ ჯანსაღ კვებაზე შეყვარებული წყვილი ვართ^_^

მიკრომწვანილით დიდი ხანია დაინტერესებულები ვართ და სახლის პირობებში მოგვყავდა სხვადასხვა ბოსტნეული, როგორც პირადი გამოყენებისთვის, ასევე ჩვენი დიეტური კვების სტარტაპისთვის www.inebe.ge

რამდენიმე თვის წინ კი გადავწყვიტეთ ჩვენი გატაცება უფრო მასშტაბურად განგვეხორციელებინა, მაშინ გაგვიჩნდა ვერტიკალური ფერმის იდეა. ძალიან მოგვინდა, რომ ეს ინოვაციური მეთოდი, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებში აქტიურად იყენებენ საქართველოშიც დაგვენერგა და შედეგად მივიღეთ ბრენდი მიკროგრინი!

ჩვენი ურბანული სათბური ჯერ-ჯერობით სრულად დატვირთული არ გვაქვს, ჯერ კიდევ ბევრ ექსპერიმენტს ვატარებთ, ბევრი იდეები და გეგმები გვაქვს, რადგან თავად ეს ტექნოლოგია გვაძლევს ბევრის საშუალებას.

გვინდა, რომ ქართულ ბაზარს შევთავაზოთ საინტერესო, სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას გაამრავალფეროვნებს!

ფაქტები მიკრო-მწვანილზე

1

webmd.com

ვინაიდან მიკრომწვანილი იკრიფება ძალიან მალე, საშუალოდ 14 დღეში, მასში ყველა ნუტრიენტი თავმოყრილია, გაჯერებულია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, და ამავე დროს აქვს ძალიან გამორჩეული გემო!

2

sprouting.com

მიკრომწვანილი თანაბარი წარმატებით მოდის როგორც ნიადაგზე, ასევე ჰიდროფონიკულად, რადგან იმდენად მალე იკრიფება, რომ მთელ ნუტრიენტებს მხოლოდ თესლისგან იღებს.

3

The Food Reporter

კვლევების თანახმად, მიკრომწვანილში განსაკუთრებით მაღალია C, E, K ვიტამინებისა და ბეტა კაროტინის დონე, და საშუალოდ 10-ჯერ აღემატება ზრდასრულ ბოსტნეულს.

Please reload

  • White Facebook Icon
მიკროგრინი - Microgreen