3 მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ მიკროგრინი სამზარეულოში




მიკრომწვანილი ახალი სიტყვაა ქართულ კულინარიაში, თუმცა მთელს მსოფლიოში უკვე წლებია აღიარეს ამ პატარა მცენარეების დიდი წვლილი ჯანსაღ კვებაში.



1. მიკროგრინი ვიტამინებით სავსე მიკრომწვანილია, კვლევების თანახმად ის გაცილებით უფრო კონცენტრირებულია ნუტრიენტებითა და ანტიოქსიდანტებით ვიდრე მისი ზრდასრული ვერსია. მაგალითად, წითელი კომბოსტოს მიკრომწვანილში 40-ჯერ მეტი E ვიტამინი და 6-ჯერ მეტი C ვიტამინია, ვიდრე ზრდასზრულ კომბოსტოში. შესაბამისად მიკროგრინის წითელი კომბოსტოს დამატება თქვენს ყოველდღიურ რაციონში თუნდაც ძალიან მცირე რაოდენობით, უკვე თქვენს მიერ მიღებული ვიტამინების დოზას საგრძნობლად გაზრდის.


2. მიკროგრინი თქვენს ყოველდღიურ კერძებს ახლებურ, გამორჩეულ არომატს შემატებს! სხვადასხვა ტიპის მიკრომწვანილებს სხვადასხვა არომატი აქვს: მდოგვი და რუკოლა შედარებით ცხარე გემოთი გამოირჩევა, წითელ კომბოსტოს ნაზი არომატი აქვს, სალათის მიქსში და ცხარე მიქსში კი სხვადასხვა ბოსტნეულია თავმოყრილი, რომ მრავალფეროვანი გემო მიიღოთ. თითოეული მიკროგრინი შეგიძლიათ მოარგოთ სხვადასხვა კერძს. მაგალითად საუზმეზე ომლეტს შეურჩიოთ სალათის მიქსი, სადილზე კალმახს მდოგვის მიკრომწვანილი ძალიან მოუხდება, ხოლო ვახშამზე ქათმის სალათს დაუმატეთ წითელი კომბოსტო! მიეცით ფანტაზიას გზა ფართო 🌱


3. მიკროგრინით გაფორმებული კერძები ისე გამოიყურება, როგორც საუკეთესო რესტორანში! ჩვეულებრივი სენდვიჩიც კი მიშლენის 3 ვარსკვლავიანი შეფის მომზადებულს დაემსგავსება თუ ცოტაოდენ მიკრომწვანილს მოაყრით☘



მიკროგრინი შეგიძლიათ უკვე შეიძინოთ აგროჰაბში (მარშალ გელოვანის 22)

#მიკრომწვანილი #მიკროგრინი #ჯანსაღიცხოვრება #ჯანსაღიკვება

Featured Posts
Posts are coming soon
Stay tuned...
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • Google+ Social Icon