მიკროგრინი - მეგა ნუტრიენტები


პატარა მიკრო მწვანილებში იმაზე მეტი ნუტრიენტია თავმოყრილი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს!

უკვე რამდენიმე წელია მკვლევარები აკვირდებიან სხვადასხვა სახეობის მიკრომწვანილს, და შედეგებით სულ უფრო აღფრთოვანებული არიან, "მიკროგრინები 4 - 40-ჯერ მეტ ნუტრიენტს შეიცავენ ვიდრე მათი ზრდასრული ვერსიები, როდესაც ეს შედეგები მივიღეთ, ორჯერ და სამჯერ გადავამოწმეთ, რომ დავრწმუნებულიყავით" - ამბობს კინ უანგი, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი.

კვლევის შედეგების თანახმად, C, K და E ვიტამინებით განსაკუთრებით მდიდარია წითელი კომბოსტოს, ბოლოკისა და ამარანტის მიკრომწვანილი. ზოგადად, სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა საგრძნობლად მეტია, ვიდრე ზრდასრულ ბოსტნეულში.

"ეს ნუტრიენტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კანისა და თვალის ჯანმრთელობისთვის, და აქვთ კიბოს საწინააღმდეგო თვისებები!" - ამბობს მკვლევარი ჯინ ლესტერი.

დიეტოლოგი რობერტა დუიფის ამბობს, რომ ძალიან კარგია, რომ მიკრომწვანილი უკვე არამხოლოდ შეფ-მზარეულებისთვის, არამედ ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რადგან მათთვის ასეთი სახით ბოსტნეულის მირთმევა უფრო სახალისოა, და უფრო დიდი შანსია სიამოვნებით მიიღონ აუცილებელი ნუტრიენტები.

წყარო:

https://www.webmd.com/diet/news/20120831/tiny-microgreens-packed-nutrients#2

#ჯანსაღიკვება #მიკროგრინი #მიკრომწვანილი

Featured Posts
Posts Are Coming Soon
Stay tuned...
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • Google+ Social Icon