Please reload

Recent Posts

I'm busy working on my blog posts. Watch this space!

Please reload

Featured Posts

მიკროგრინი - მეგა ნუტრიენტები

June 20, 2018

 

პატარა მიკრო მწვანილებში იმაზე მეტი ნუტრიენტია თავმოყრილი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს!

 

უკვე რამდენიმე წელია მკვლევარები აკვირდებიან სხვადასხვა სახეობის მიკრომწვანილს, და შედეგებით სულ უფრო აღფრთოვანებული არიან, "მიკროგრინები 4 - 40-ჯერ მეტ ნუტრიენტს შეიცავენ ვიდრე მათი ზრდასრული ვერსიები, როდესაც ეს შედეგები მივიღეთ, ორჯერ და სამჯერ გადავამოწმეთ, რომ დავრწმუნებულიყავით" - ამბობს კინ უანგი, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი.

 

კვლევის შედეგების თანახმად, C, K და E ვიტამინებით განსაკუთრებით მდიდარია წითელი კომბოსტოს, ბოლოკისა და ამარანტის მიკრომწვანილი. ზოგადად, სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა საგრძნობლად მეტია, ვიდრე ზრდასრულ ბოსტნეულში. 

"ეს ნუტრიენტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კანისა და თვალის ჯანმრთელობისთვის, და აქვთ კიბოს საწინააღმდეგო თვისებები!" - ამბობს მკვლევარი ჯინ ლესტერი.

 

დიეტოლოგი რობერტა დუიფის ამბობს, რომ ძალიან კარგია, რომ მიკრომწვანილი უკვე არამხოლოდ შეფ-მზარეულებისთვის, არამედ ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რადგან მათთვის ასეთი სახით ბოსტნეულის მირთმევა უფრო სახალისოა, და უფრო დიდი შანსია სიამოვნებით მიიღონ აუცილებელი ნუტრიენტები.

 

წყარო:

https://www.webmd.com/diet/news/20120831/tiny-microgreens-packed-nutrients#2

 

 

 

 

 

 

 

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

Follow Us
Please reload

Search By Tags
Please reload

Archive
  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • Google+ Social Icon
Please reload

  • White Facebook Icon
მიკროგრინი - Microgreen